მადრიდის “რეალს” ბრაზილიელი პაულინიოს შეძენა სურს. “ტოტენჰემს” საყრდენი ნახევარმცველის გადაყვანა 20 მილიონი ევრო დაუჯდა (“კორინთიანსიდან”) და “სამეფო კლუბი” გაცილებით მეტის გადახდაზეა ყაბულს.
ლუკა მოდრიჩი, გარეთ ბეილი - ეს ორი ფეხბურთელი “რეალმა” სწორედ “ტოტენჰემიდან” წაიყვანა, ასე რომ, მესამეს უმიზნებს. თუმცა, იანვარში ამ ტრანსფერის განხორციელება არარეალური ჩანს.