Goal.com-ის ინფორმაციით, ლონდონის "ტოტენჰემის" ბრაზილიელი ნახევარმცველი პაულინიო მზადაა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ლონდონის "ჩელსიში" გადავიდეს.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. ბოლო დროს გავრცელებული ცნობით, 25 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს მადრიდის "რეალი" და "მილანიც" იჩენენ.
პაულინიო გასულ წელს "ტოტენჰემმა" ბრაზილიური "კორინთიანსიდან" 20 მილიონ ევროდ გადაიბირა. ამჯერად, კლუბი მზადაა, ფეხბურთელს 24 მილიონ ევროდ შეელიოს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ გაირკვევა თუ რამდენად აქტიურად შეეცდებიან "არისტოკრატები" ფეხბურთელის ყიდვას, რომელიც ლუის ფელიპე სკოლარიმ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 23-კაციან განაცხადში შეიყვანა.
შეგახსენებთ, რომ პაულინიომ მიმდინარე სეზონში "ტოტენჰემის" მაისურით 36 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
გიორგი ბალახაძე