ფეხბურთი

18:48 | 4.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

პატრიკ მილხრაუმი “დინამოში” ჩაირიცხა

 

28 წლის გერმანელი მარცხენაფლანგელი პატრიკ მილხრაუმი, რომელმაც მიმდინარე სეზონი “ზესტაფონში” დაიწყო, “დინამოში” ჩაირიცხა. ამის შესახებ, “დინამოს” ოფიციალური ვებგევრდი იუწყება. კარიერის მანძილზე პატრიკ მილხრაუმი “კარლსრუეში”, “აუეში”, “ალემანიაში”, “მიუნხენ 1860”–ში და “შტუტგარტ კიკერსში” გამოდიოდა.
პატრიკ მილხრაუმი: “დინამოში” საუკეთესო ბაზა და მოსამზადებელი პირობებია. შემიძლია ავღნიშნო, რომ ასეთი ბაზა გერმანიაში მხოლოდ საუკეთესო კლუბებს აქვთ და საერთოდ ევროპული საზომით მაღალი სტანდარტია. თბილისში ოჯახის ჩამოყვანასაც ვაპირებ. რაც შეეხება გუნდს, ვთვლი, რომ “დინამო” მაღალი დონის კლუბია და საჩემპიონოდ კარგი შანსებიც გვაქვს. მე მითამაშია “დინამოს” წინააღმდეგ და ვიცი რა ძალის გუნდიც არის. კლუბში ჩემი პოზიცია მარცხენა მცველია და ასევე მარცხენა ნახევარმცველადაც შემიძლია თამაში. ბედნიერი ვარ “დინამოში” ყოფნით”.
 
fcdinamo.ge
0.118549