“კორინთიანსიდან” “სან პაულუში” ახლახანს გადასულ ალეშანდრე პატოს ახალი კლუბის გულშემატკივრებთანაც პრობლემები აქვს. Soccerly.com-ის ცნობით, “სან პაულუს” ფანებმა “პაულისტასთან” მატჩის (2:0) დროს ბრაზილიელი თავდამსხმელის საწინააღმდეგო ბანერები გადმოფინეს.
ქომაგები პატოს სათამაშო ფორმით უკმაყოფილონი არიან და აღიზიანებთ ის, რომ ფორვარდს ბრაზილიის პირობაზე საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვს. “სან პაულუს” ლიდერებმა – როჟერიო სენიმ და ლუის ფაბიანომ პატოსადმი თანადგომა ღიად გამოხატეს.
შეგახსენებთ, რომ “სან პაულუმ” პატო 2-წლიანი იჯარით აიყვანა. ამ ხნის განმავლობაში, თავდამსხმელი 7 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. თანხის ნახევარს “სან პაულუ” გადაიხდის, მეორე ნახევარს – “კორინთიანსი”.