ბრაზილიურმა კლუბებმა – “კორინთიანსმა” და “სან პაულუმ” ფეხბურთელები გაცვალეს. ორივე კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს იმას, რომ ალეშანდრე პატო “სან პაულუში” ითამაშებს, ჟადსონი – “კორინთიანსში”.
“მილანის” ყოფილმა ფორვარდმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მოგეხსენებათ, პატო “კორინთიანსის” გულშემატკივრების მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდიდა და კლუბის შეცვლა სურდა.
რაც შეეხება ჟადსონს, ბრაზილიელი “კორინთიანსში” ერთწლიანი იჯარით გადავიდა. წელიწადის შემდეგ, ჟადსონი თავისუფალი აგენტი გახდება და “კორინთიანსს” მასში თანხის გადახდა არ მოუწევს.