ფეხბურთი

20:39 | 28.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

პასტორესთვის ბრძოლაში “ლივერპულიც” ერთვება

ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპული” პსჟ-ს არგენტინელი შემტევის, ხავიერ პასტორეს შეძენას შეეცდება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელის შეძენით “მილანი” და “ნაპოლი” იყვნენ დაინტერესებულნი, ახლა კი, თუ Metro-ს დავუჯერებთ, პასტორესთვის ბრძოლაში “ლივერპულიც” ერთვება, რომელიც ტრანსფერის იანვარში განხორციელებას შეეცდება.

როგორც პასტორეს აგენტის კომენტარიდან ირკვევა, გუნდის შეცვლის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია. “ფეხბურთში ყოველთვის არის აღმასვლა და ვარდნა. პასტორე პსჟ-ში ბედნიერი იყო, მაგრამ ნოსტალგიის დრო აღარაა. ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს რამდენიმე თვეში.” – აცხადებს პასტორეს აგენტი მარსელო სიმონიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ პასტორეს, რომელმაც მიმდინარე სეზონში 5 მატჩი ჩაარა, 17 მილიონ ფუნტად შეელევა.

0.061964