ფეხბურთი

10:46 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“პარმა” და “კალიარი” გარგანოსთვის იბრძვიან

 

ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და “ნაპოლის” ნახევარმცველმა ვალტერ გარგანომ შესაძლოა, კარიერა სერია A-ს სხვა გუნდში გააგრძელოს.

29 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი განათხოვრების წესით მილანის “ინტერში” გაატარა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია ნეაპოლში დაბრუნდა. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ის არც რაფაელ ბენიტესის გეგმებში შედის და კარიერას “პარმაში”, ან “კალიარიში” გააგრძელებს.

პარმელებმა უკვე დაიწყეს “ნაპოლისთან” მოლაპარაკება, მაგრამ შემაბრკოლებელ ფაქტორად შესაძლოა გარგანოს ანაზღაურება იქცეს. “კალიარისთან” შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ურუგვაელის სანაცვლოდ “ნაპოლიში” სარდინიელთა რომელიმე ფეხბურთელი გადავა. ესენი არიან ვიქტორ იბარბო, დავიდ ასტორი და რაჯა ნაინგოლანი.

გარგანოს “ნაპოლისთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118922