ფეხბურთი

20:38 | 11.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

პარდიუს 7-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

 

“ნიუკასლის” მთავარ მწვრთნელ ალან პარდიუს, “ჰალ სიტის” მცველ დევიდ მეილერისთვის სახეში თავის ჩარტყმის გამო, 7 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და 60000 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს.

52 წლის პარდიუ 11 მარტს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის დამოუკიდებელი კომისიის წინაშე წარსდგა. მართალია, მან დანაშაული აღიარა, მაგრამ ამან სასჯელი არ შეუმსუბუქა.

პარდიუს 3 მატჩის განმავლობაში სტადიონზე შესვლა საერთოდ ეკრძალება, ხოლო 4 შეხვედრის განმავლობაში ტრიბუნაზე იჯდება. მანამდე, კლუბმა პარდიუ 100000 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა.

0.11383