ძიუდო

19:29 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილმა მერვედფინალიც გაიარა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ), ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა მოიგო. უმსუბუქესი წონითი კატეგორიის პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა, თურქი აჰმეთ საჰინ კაბას იპონით ძლევის შემდეგ, გერმანელ ტობიას ენგლმაიერს ორი იუკოთი აჯობა.

მეოთხედფინალში, ამირან პაპინაშვილის მეტოქე ყაზახ ასხატ ტელმანოვსა და აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევს შორის მოგებული იქნება. 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115164