ძიუდო

15:52 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი "ბრინჯაოს ფინალზე” გადაერთო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების უმსუბუქესი წევრი ამირან პაპინაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, მონღოლ ბოლდბაატარ განბატთან. უილეთო შეხვედრაში მსაჯმა ამირანი სამჯერ გააფრთხილა, ხოლო მისი მეტოქე – ორჯერ.

განბატთან დაპირისპირებამდე ამირან პაპინაშვილმა სამი შეხვედრა მოიგო. ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთო და ჰოლანდიელ ხეროენ მუურენს ვაზარით აჯობა, ბრიტანელ ეშლი მაკკენზის ორ წუთში მოუმთავრა საქმე, ხოლო ფრანგი სოფიან მილუ საფინალო სირენამდე 26 წამით ადრე შებოჭა.

რეპეშაჟის ფინალში ქართველი მსუბუქწონოსნის მოწინააღმდეგე ებრაელი არტიომ არშანსკი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115765