იტალიური “ნაპოლის” თავდამსხმელს, გორან პანდევს სჯერა, რომ “იუვენტუსთან” და “რომასთან” დიდი ჩამორჩენის მიუხედავად, მის გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა კვლავ შეუძლია.
“ჩემპიონატის მიმდინარეობით ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ. დიდი მოლოდინი გვქონდა, მაგრამ დაგეგმილი ქულების აღებას ყოველთვის ვერ ვახერხებდით. თუმცა, ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
“რომასა” და “იუვენტუსის” გასწრება ძალიან ძნელი იქნება, რადგან ჩვენი კონკურენტები ქულებს თითქმის არ კარგავენ. მიუხედავად ამისა, ბოლომდე ვიბრძოლებთ.” – აცხადებს გორან პანდევი.
სერია A-ს 17 ტურის შემდეგ, მე-3 ადგილზე მყოფი “ნაპოლი” “იუვენტუსს” 10, ხოლო წაუგებელ “რომას” 5 ქულით ჩამორჩება.