იტალიის სერია B-ში მოასპარეზე “პალერმოს” პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჯენარო გატუზოს დათხოვნა დაადასტურა.
ასეთი გადაწყვეტილება ძამპარინიმ მე-6 ტურში “ბარისთან” წაგების (1:2) შემდეგ მიიღო.
“დიდი გულდაწყვეტით, იძულებული ვარ განვაცხადო ჯენარო გატუზოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ. მას პატივს ვცემ და ამიტომ, ამ სპეციალისტთან განშორება ადვილი არ იყო. სამწვრთნელო კარიერაში გატუზომ “პალერმოში” პირველი გამოცდილება მიიღო. შესაძლოა, მომავალში ეს მისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს. სამწვრთნელო სკამზე გატუზოს ადგილს ჯუზეპე იაკინი დაიკავებს. მას მიზნად გუნდის სერია A-ში დაბრუნება დავუსახეთ” – იუწყება Football Italia.
გატუზო “პალერმოს” მთავარ მწვრთნელად ამა წლის 4 ივნისს დაინიშნა და თანამდებობაზე სამ თვეზე ოდნავ მეტხანს იმუშავა.