ფეხბურთი

2:00 | 4.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

პალასიომ „ინტერს“ სტუმრად მოგება გაახსენა

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების სტარტზე, მილანელებმა სტუმრად ზედიზედ 6 თამაში მოიგეს, მაგრამ ბოლო 7 გასვლით შეხვედრაში მათ მხოლოდ 1 ქულა ჰქონდათ აღებული. ასეთი ცუდი სერიით ეწვია ანდრეა სტრამაჩონის გუნდი „კატანიას“. პირველი ტაიმის შედეგი მილანელთა წარუმატებელი სვლის გაგრძელებას იუწყებოდა, მაგრამ თამაშში როდრიგო პალასიოს ჩართვამ სასწორი სტუმართა მხარეს გადახარა.

„ანჯელო მასიმინოზე“ გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. ანგარიში ბერგესიომ გახსნა, რომელმაც მე-7 წუთზე, სტუმართა საჯარიმოში ბოლომდე იბრძოლა და გოლი მახვილი კუთხიდან დარტყმით გაიტანა. ათიოდე წუთში, ლოდის გადაცემის შემდეგ, თავური დარტყმით, თავი მარკეზემ გამოიჩინა.

შეხვედრის გმირად როდრიგო პალასიო იქცა. თამაშში მე-2 ტაიმში ჩართულმა არგენტინელმა თავი 2 გოლითა და ერთი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. 52-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან მისი ჩაწოდების შემდეგი, თავური დარტყმით, გოლი რიკი ალვარესმა გაიტანა. 70-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან შეტევის დროს, საჯარიმოში უკვე ალვარო პერეირამ ჩააწოდა და ზუსტი თავურით გოლი ამჯერად პალასიომ გაიტანა. მე-2 დამატებულ წუთზე, პალასიოს თანამემამულე კამბიასომ გაატანინა. ვეტერანმა არგენტინელმა, მეტოქის საჯარიმოში ძალიან კარგად ითამაშა და პალასიო დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა.

მიჯრით მე-3 თამაში მოიგო „რომამ“, რომელმაც „ჯენოას“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. დედაქალაქში გამართული შეხვედრის მე-16 წუთზე, ფრანჩესკო ტოტიმ ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა და სერია A-ში თავისი 225-ე გოლი გაიტანა. რომაელთა კაპიტანი გუნარ ნორდალს გაუთანაბრდა და ახლა, ეს 2 ფეხბურთელი მეორე-მესამე ადგილებს იკავებენ. პირველ ადგილზე, 274 გოლით, სილვიო პიოლაა.

„ჯენოამ“ ანგარიში ასევე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაათანაბრა. თავი „რომას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მარკო ბორიელომ გამოიჩინა.

მიმდინარეობდა შეხვედრის 58-ე წუთი, როდესაც „რომას“ 18 წლის ცენტრალურმა მცველმა, ალესიო რომანიოლიმ, ტოტის ჩაწოდების შემდეგ, თავური დარტყმით, სერია A-ში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. აქვე ერთი საინტერესო ფაქტი - იმ დღეს, როდესაც რომანიოლი დაიბადა, ტოტის იტალიის ჩემპიონატში უკვე 2 გოლი ჰქონდა გატანილი.

რომანიოლის გოლიდან დაახლოებით 20 წუთში, კუცკამ მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმრები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, ხოლო ძირითადი დროის ამოწურვამდე ერთი წუთით ადრე, თავი შეცვლაზე შემოსულმა პეროტამ გამოიჩინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

ზედიზედ მე-4 ფრე ითამაშა ბოლოადგილოსანმა „პალერმომ“, რომელიც უკვე 13 მატჩია მოუგებელია. სიცილიელები „ტორინოს“ გასვლაზე უგოლოდ დაუზავდნენ.

დიდი უპირატესობის მიუხედავად, გაჭირვებით მოიგო „ფიორენტინამ“, რომელიც „კიევოს“ მასპინძლობდა. ფლორენციელებმა გოლები სტანდარტებიდან გაიტანეს. მე-4 წუთზე, ანგარიში პასკუალმა გახსნა, რომელმაც ჯარიმა კარგად შეასრულა. 78-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ფლორენციელებმა საჯარიმოში ჩააწოდეს, სადაც ტონიმ ყველას აჯობა და ლარონდოს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

„პესკარა“ უმწვრთნელოდ დატოვა ანტონიო დი ნატალემ, რომელმაც „უდინეზეს“ ბოლო 5 გასვლით მატჩში პირველი გამარჯვება მოუტანა. უბერებელმა თავდამსხმელმა, მე-8 წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან გაბრიელ სილვას გარღვევით ისარგებლა და 6-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. ამ გოლით, „პესკარამ“ ზედიზედ მე-3 თამაში წააგო, რაც გასავარდნ ზონაში უიმედოდ მყოფი გუნდისთვის მთავარი მწვრთნელის დათხოვნის საფუძველი გახდა.

2 საკმაოდ ეფექტური გოლი გავიდა ბოლონიაში, ადგილობრივ გუნდსა და „კალიარის“ შორის გამართულ შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 3:0 მოიგეს. მე-18 წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს, საჯარიმოს გვერდითა ხაზიდან მარცხენა ფეხით დარტყმით, დიამანტიმ ბურთს ადგილი მეკარისგან შორეულ კუთხეში მიუჩინა და ანგარიში 2:0 გახადა. შეხვედრის ბოლო წუთზე, ლამაზი გოლით თავი უკვე პასკუატომ გამოიჩინა. მოედანზე 4 წუთის შესულმა ფეხბურთელმა დაახლოებით 30 მეტრიდან დარტყმით გაიტანა.

 

ტორინო-პალერმო 0:0 

ტურინი, “ოლიმპიკო 14000

ტურინი (4-4-2): ჟილე, დარმიანი (დ’ამბოზიო 80), გლიკი, როდრიგესი, მასიელო, ჩერჩი, ბრიგი, გაცი, ვივესი (სანტანა 56), ბიანკი, ბარეტო (მეჯორინი 71).

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

პალერმო (3-4-3): სორენტინო, მუნიოსი, ფონ ბერგენი, გარსია, მორგანელა (დიბალა 84), არევალო რიოსი, კურტიჩი, დოსენა, ილიჩიჩი, ბოზელი (მიკოლი 49), ფაბრინი (ფორმიკა 69).

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.

გაფრთხილებები: ვივესი 20, ჩერჩი 36, მეჯორინი 74 - კურტიჩი 40, ფონ ბერგენი 79.

მსაჯი: ჯანლუკა როკი.

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 7 (3)-10 (2), კუთხური: 8-2, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-2, ჯარიმა: 14-18.

 

სიენა-ატალანტა 0:2 (0:1) 

სიენა, “არტემიო ფრანკი 9500

სიენა (3-4-3): პეგოლო, ტეიშეირა, ტერლიცი, ფელიპე, ბელმონტე (ნოგდანი 47), ბოლძონი, დელა როკა, რუბინი, როზინა, ემეგარა (პაოლუჩი 74), სესტუ (აგრა 68).

მწვრთნელი: ჯუზეპე იაჩინი.

ატალანტა (4-4-2): კონსილი, დელ გროსო, სტენდარდო, ლუჩინი, რაიმონდი, ბიონდინი, კარმონა (რადოვანოვიჩი 77), ბონავენტურა, ჯორჯი (კანინი 57), ლივაია (ბრიენცა 70), დენისი.

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

გოლები: 0:1 ბონავენტურა (3), 0:2 ბონავენტურა (68).

გაფრთხილებები: კარმონა 11, რაიმონდი 19, კანინი 79.

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 7 (1)-7 (3), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 1-2, სეივი: 0-1, ჯარიმა: 17-17.

 

ბოლონია-კალიარი 3:0 (2:0) 

ბოლონია, “რენატო დალ’არა 20000

ბოლონია (4-2-3-1): კურჩი, გარიკსი, სორენსენი, ჩერუბინი, მორლეო, პერესი, ტაიდერი, კონე (ხრისტოდულოპულოსი 57), დიამანტი (მოსკარდელი 74), გაბიადინი (პასკუატო 86), ჯილარდინო.

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.

კალიარი (4-3-1-2): აგაცი, პიზანო, როსეტინი, ასტორი, არიაუდო, ეკდალი (კოსუ 59), კონტი, დესენა, ნაინგოლანი, საუ (ნენე 74), იბარბო (პინილია 59).

მწვრთნელი: ივო პულგა.

გოლები: 1:0 ტაიდერი (5), 2:0 დიამანტი (18), 3:0 პასკუატო (90).

გაფრთხილებები: კონე 30, დიამანტი 45 - კონტი 14, ნაინგოლანი 34, საუ 40, დესენა 56, პინილია 62.

გაძევება: პიზანო 56.

მსაჯი: ლუკა ბანტი.

ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 14 (8)-4 (1), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 4-0, სეივი: 1-4, ჯარიმა: 16-15.

 

ფიორენტინა-კიევო 2:1 (1:1) 

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი 24000

ფიორენტინა (4-3-3): ვივიანო, ტომოვიჩი, როდრიგესი, კომპერი, პასკუალი, აკვილანი, პისარო, ვალერო, იოვეტიჩი (ლარონდო 63), ტონი (მილიაჩო 80), ლიაიჩი (რომულო 46).

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

კიევო (5-3-2): პუჯონი, ფრეი, ანდრეოლი, დაინელი, აჩერბი (კოფიე 30), იოკიჩი (დრამე 70), გუანა (ლუსიანო 67), რიგონი, სეიმური, პალოსკი, ტერო.

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.

გოლები: 1:0 პასკუალი (4), 1:1 კოფიე (38), 2:1 ლარონდო (78).

გაფრთხილებები: პისარო 65, აკვილანი 71 - რიგონი 10.

მსაჯი: დანიელე დოვერი.

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 19 (6)-6 (1), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 1-3, სეივი: 0-3, ჯარიმა: 9-16.

 

კატანია-ინტერი 2:3 (2:0) 

კატანია, “ანჯელო მასიმინო 14000

კატანია (4-2-3-1): ანდუხარი, ალვარესი, როლინი, სპოლი, მარკეზე, ბიაჯანტი (ალმირონი 77), ლოდი, ისკო, კასტრო, გომესი, ბერგესიო (კანი 84).

მწვრთნელი: როლანდო მარანი.

ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი, ძანეტი, კივუ, ჟეზუსი, პერეირა, გუარინი (კამბიასო 76), კუზმანოვიჩი (სტანკოვიჩი 46), გარგანო, სკელოტო, როკი (პალასიო 46), ალვარესი.

მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი.

გოლები: 1:0 ბერგესიო (7), 2:0 მარკეზე (19), 2:1 ალვარესი (52), 2:2 პალასიო (70), 2:3 პალასიო (90+2).

გაფრთხილებები: ალვარესი 37, როლინი 56, ბერგესიო 70, კანი 86 - ჰანდანოვიჩი 70, სკელოტო 84.

მსაჯი: მაურო ბერგონცი.

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 11 (5)-13 (5), კუთხური: 0-4, თამაშგარე: 1-3, სეივი: 2-3, ჯარიმა: 23-15.

 

სამპდორია-პარმა 1:0 (0:0)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი 13000

სამპდორია (3-5-2): რომერო, გასტალდელო, პალომბო, კოშტა, დე სილვესტრი, ობიანგი, კრსტიჩიჩი, პოლი, ესტიგარიბია, ედერი (სანსონე 70), იკარდი.

მწვრთნელი: დელიო როსი.

პარმა (3-5-2): მირანტე, ბენალუანე, კოდა (მესბა 46), ლუკარელი, როზი, მარკიონი, ვალდესი, პაროლო (სტრასერი 79), გობი (ამაური 65), ბიაბიანი, სანსონე.

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

გოლი: 1:0 იკარდი (58).

გაფრთხილებები: პალომბო 41, გასტალდელო 52, კრსტიჩიჩი 60 - გობი 45, როზი 70, ვალდესი 74, პაროლო 75, სტრასერი 81.

მსაჯი: პაოლო ვალერი.

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 9 (4)-8 (3), კუთხური: 8-3, თამაშგარე: 2-4, სეივი: 3-3, ჯარიმა: 16-19.

 

პესკარა-უდინეზე 0:1 (0:1)

პესკარა, “ადრიატიკო 23000

პესკარა (5-3-2): პელიცოლი, ბალძანო (ვაისი 46), კოშიჩი, ბოკეტი, კაპუანო, ძაური, ბლაზი (კინტერო 64), კასკიონე, ბიარნასონი, კაპრარი, აბრუსკატო (სკული 55).

მწვრთნელი: კრისტიანო ბერგოდი.

უდინეზე (3-4-3): ბრკიჩი, ორტო, დანილო, დომიცი, სილვა, ალანი, ბადუ, მაიკოსუელი, პერეირა, დი ნატალე (მერკელი 85), მურიელი (კამპოსი 70).

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

გოლი: 0:1 დი ნატალე (8).

გაფრთხილებები: ბიარნასონი 54, სკული 90+1 - მურიელი 61, ბრკიჩი 90+2.

მსაჯი: კარმინე რუსო.

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 16 (6)-10 (7), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 1-5, სეივი: 4-4, ჯარიმა: 17-16.

 

რომა-ჯენოა 3:1 (1:1)

რომი, “ოლიმპიკო

რომა (3-4-3): სტეკელენბურგი, პირისი, ბურდისო, რომანიოლი, ტოროსიდისი, პიანიჩი (ბრედლი 39), დე როსი, ბალძარეტი (მარკინიო 56), ლამელა, ტოტი, ოსვალდო (პეროტა 81).

მწვრთნელი: აურელიო ანდრეაცოლი.

ჯენოა (3-5-2): ფრეი, ბოვო, პორტანოვა, მორეტი, პიზანო (ხორკერა 61), კუცკა, ტოცერი (იმობილე 61), ვარგასი, ანტონელი, ბერტოლაჩი (რიგონი 72), ბორიელო.

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.

გოლები: 1:0 ტოტი (16, პენ), 1:1 ბორიელო (42, პენ), 2:1 რომანიოლი (58), 3:1 პეროტა (89).

გაფრთხილებები: ბურდისო 42, ლამელა 51, ტოტი 78, ბრედლი 87 - კუცკა 18, ვარგასი 45+1, პიზანო 61.

გაძევება: კუცკა 79.

მსაჯი: ანდრეა გერვაზონი.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 7 (3)-12 (7), კუთხური: 5-14, თამაშგარე: 3-4, სეივი: 5-0, ჯარიმა: 9-15.

 

ბომბარდირები

კავანი („ნაპოლი“) – 18, ელ შაარავი ("მილანი") – 16, დი ნატალე („უდინეზე“) – 15, პაცინი („მილანი“) – 12, ოსვალდო („რომა“), ლამელა („რომა“), იოვეტიჩი („ფიორენტინა“), საუ („კალიარი“) – 11, კლოზე ("ლაციო"), ჯილარდინო („ბოლონია“), ტოტი („რომა“) – 10.

 

შემდეგი ტური

8 მარტი

ჯენოა-მილანი.

9 მარტი

უდინეზე-რომა.

10 მარტი

ატალანტა-პესკარა; იუვენტუსი-კატანია; კიევო-ნაპოლი; კალიარი-სამპდორია; პალერმო-სიენა; პარმა-ტორინო; ინტერი-ბოლონია; ლაციო-ფიორენტინა.

0.243672