ჭადრაკი

23:10 | 15.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

პაიჭაძე წინ გაიჭრა

ნონა გაფრინდაშვილის თასის გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ლუკა პაიჭაძე (2543) გახდა, რომელმაც 7 ტურის თავზე 6.0 ქულა მოაგროვა.

გასულ ტურში პაიჭაძემ თეთრი ფიგურებით კოკა შანავა (2550) დაამარცხა და ლევან ფანცულაიას (2590) გაუსწრო, რომელიც შავებით სომეხ ტიგრან პეტროსიანს (2422) დაუზავდა. ახლა, ფანცულაია, რობერტ ჰოვანისიანი (სომხეთი, 2592) და ალექსანდერ ფიერი (ბრაზილია, 2579) პაიჭაძეს 0.5 ქულით ჩამორჩებიან. 5.0-5.0 ქულა აქვთ აქტივში პეტროსიანს, შოთა აზალაძეს (2498) და ვლადიმირ ონიშჩუკს (უკრაინა, 2593).

ბოლოსწინა მე-8 ტურში ფიერი პაიჭაძეს ეთამაშება, ფანცულაია – ჰოვანისიანს, ონიშჩუკი – აზალაძეს, ხოლო დავიდ შაჰინიანი (სომხეთი, 2383) – პეტროსიანს.

0.119526