ფეხბურთი

16:24 | 26.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“პადერბორნი” გოგიას საკითხს მალე გადაწყვეტს

აკაკი გოგიას გერმანიის მეორე ბუნდესლიგის “პადერბორნში” დარჩენის საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა “კიკერი” იუწყება.

21 წლის ქართველი ნახევარმცველი კვირაზე მეტია, “პადერბორნში” ვარჯიშობს და ორ ამხანაგურ მატჩში ითამაშა. ქვედალიგელებთან - “ვარბურგთან” (10:0) და “ნიხაიმთამ” (14:1) მოგებულ მატჩებში, გოგიამ ჯამში 5 გოლი გაიტანა.

“პადერბორნის” სპორტული დირექტორის, მიხაელ ბორნის თქმით, გერმანული პასპორტის მქონე ქართველის თაობაზე კლუბი გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირის განმავლობაში მიიღებს.

გოგიას “ვოლფსბურგთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს და განვლილ სეზონში ის “აუგსბურგში” იყო განათხოვრებული, რომლის რიგებში ჩატარებულ 23 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.


0.112224