კალათბურთი

14:59 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოვერტაიმი ოკლაჰომელთა საქმე არაა

“მემფისის” და “ოკლაჰომა სიტის” საპლეიოფო სერიაში ზედიზედ მე-2 ოვერტაიმი დაინიშნა და გამარჯვება ამჯერადაც “გრიზლისს” დარჩა. თამაში მემფისის “ფედექსფორუმში” შედგა და 18 ათასზე მეტი ქომაგის მხარდაჭერით შეგულიანებულმა მასპინძლებმა 98:95 იმარჯვეს, არადა სტუმართა ლიდერებმა კევინ დიურანტმა და რასელ უესტბრუკმა ჯამში 60 ქულა ჩააგდეს.

“მომავალ თამაშში გაცილებით უკეთ უნდა ვიასპარეზოთ. დღეს რამდენიმე იოლი ბურთი ვერ ჩავაგდეთ. სერიას უკვე 1:2-ს ვაგებთ და არ გვსურს, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდეს. მე-4 მატჩში მოედანზე ისე უნდა გავიდეთ, რომ არსებული ვითარება სრულად გვქონდეს გათავისებული”, - აღნიშნა თამაშის შემდეგ დიურანტმა, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად საჩემპიონო ბეჭედს უმიზნებს და ცხადია, პირველივე რაუნდში გავარდნა მის გეგმებში არ შედის.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, სერიაში წინ გავიდა “ლოს ანჟელეს კლიპერსიც”, რომელმაც გოლდენ სტეიტში “უორიორსს” 98:96 სძლია და მოედნის უპირატესობა დაიბრუნა. კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ბლეიკ გრიფინმა, რომელმაც 32 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ცალკე აღსანიშნავია დეანდრე ჯორდანის გარჯაც.

ამ უკანასკნელმა 14 ქულას 22 მოხსნა და 5 დაფარება წაამატა და კალიფორნიული კლუბის ყველა დროის რეკორდი გაიმეორა. საქმე ის გახლავთ, რომ ჯორდანი მინიმუმ 10 მოხსნას და 1 ბლოკ-შოტს ზედიზედ 22 მატჩია აგროვებს, ამ მხრივ საყოველთაო რეკორდსმენი კი ლეგენდარული კარიმ აბდულ-ჯაბარი გახლავთ 24 თამაშით.

“გამარჯვების დაძაბულ მატჩში მოპოვება ძალიან სასიამოვნოა, თუმცა, როგორც მწვრთნელს თამაშის დონის გაუმჯობესება მსურს. ჩვენ მეტი შეგვიძლია და ეს ყველას უნდა ვაჩვენოთ”, - განაცხადა “კლიპერსის” დამრიგებელმა დოკ რივერსმა, რომლის გუნდს სერიის მე-4 მატჩიც გოლდენ სტეიტში ელის.

ატლანტა ჰოუქსთან” დაპირისპირებაში 1:2 ჩამორჩა აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული “ინდიანა პეისერზი”, რომლის ჩავარდნაც გუნდის ძირითადი ცენტრის როი ჰიბერტის არადამაჯერებელ თამაშს ბრალდება. ჰიბერტმა სერიის მე-3 თამაშში, რომელიც სტუმრებმა 85:98 დათმეს, მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო. აღნიშნულის გამო, პრეს-კონფერენციაზე “პეისერზის” თავკაცს ფრენკ ვოგელს მის თაობაზე აზრის გამოთქმა სთხოვეს.

“იქნება თუ არა ჰიბერტი მომდევნო თამაშში სასტარტო ხუთეულში? ძნელია სათქმელია, თუმცა, სავარაუდოდ, მას ნდობას კვლავაც გამოვუცხადებთ. ცხადია, ის საუკეთესოდ ვერ ირჯება, მაგრამ მისი მაინც მჯერა”, - აღნიშნა ვოგელმა. ისიც ვთქვათ, რომ ჰიბერტის “ჩავარდნის” ფონზე ინდიანელთაგან ლენს სტივენსონი გამოირჩა, რომელმაც ორმაგი დუბლი (21 ქულა, 13 მოხსნა) შეასრულა, ატლანტელებს კი ჯეფ ტიგმა (22) და კაილ კორვერმა (20) ულიდერეს.

 

ატლანტაინდიანა 98:85 (24:24, 15:14, 28:20, 31:27)

ატლანტა: ტიგი (22 ქ. 10 მ.), კორვერი (20 ქ.), კეროლი (18 ქ.), მილსეპი (14 ქ. 14 მ.), ანტიჩი (1 ქ.); უილიამსი (11 ქ.), სკოტი (5 ქ.), ბრენდი (4 ქ.), მაკი (3 ქ.), შრედერი, მუსკალა.

ინდიანა: სტივენსონი (21 ქ. 13 მ.), უესტი (16 ქ. 7 მ.), ჯორჯი (12 ქ. 14 მ.), ჰილი (4 ქ.), ჰიბერტი (4 ქ.); სკოლა (17 ქ.), უოტსონი (6 ქ.), ტერნერი (3 ქ.), მაინმი (2 ქ.), კოუპლენდი.

ატლანტა იგებს სერიას 2:1

 

მემფისი – ოკლაჰომა სიტი 98:95 ოტ. (24:18, 20:18, 27:25, 14:24, 13:10)

მემფისი: კონლი (20 ქ.), რენდოლფი (16 ქ. 10 მ. 6 პ.), გასოლი (14 ქ. 8 მ.), ლი (10 ქ.), პრინსი (4 ქ.); ალენი (16 ქ. 9 მ.), უდრიჰი (12 ქ.), კუფოსი (6 ქ.), მილერი, დევისი.

ოკლაჰომა სიტი: უესტბრუკი (30 ქ. 13 მ.), დიურანტი (30 ქ. 9 მ. 5 დ.), იბაკა (12 ქ.), სეფოლოშა (7 ქ.), პერკინსი (7 ქ. 9 მ.); ჯეკსონი (4 ქ.), ფიშერი (3 ქ.), კოლისონი (2 ქ.), ბატლერი, ჯონსი.

მემფისი იგებს სერიას 2:1

 

გოლდენ სტეიტი – კლიპერსი 96:98 (21:24, 22:22, 21:29, 32:23)

გოლდენ სტეიტი: ტომპსონი (26 ქ.), კარი (16 ქ. 15 პ.), ლი (12 ქ. 9 მ.), იგუდალა (11 ქ. 9 მ.), ო’ნილი (10 ქ. 7 მ.); გრინი (13 ქ. 11 მ. 4 დ.), ბარნსი (4 ქ.), კროუფორდი (2 ქ.), სპეიტსი (2 ქ.), ბლეიკი, არმსტრონგი.

კლიპერსი: გრიფინი (32 ქ. 8 მ.), პოლი (15 ქ. 10 პ.), რედიკი (14 ქ.), ჯორდანი (14 ქ. 22 მ. 5 დ.), ბარნსი; კროუფორდი (13 ქ.), კოლისონი (6 ქ.), დევისი (4 ქ.), გრეინჯერი, თურქოღლუ.

კლიპერსი იგებს სერიას 2:1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103206