ფეხბურთი

18:23 | 28.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონატის დამთავრებამდე ოთხი ტურით ადრე თითქმის ყველაფერი გაირკვა

 

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 28-ე ტურმა თითქმის ყველაფერი გაარკვია. ცხადია, თეორიულად შეიძლება რაღაცეები შეიცვალოს, მაგრამ, ვფიქრობთ, ეს ნაკლებად სავარაუდოა. სულ 4 ტური დარჩა სათამაშო. ერთადერთი ინტრიგა ქვედა ექვსეულში შემორჩა, სადაც სამიდან (“მერანი,” “ზუგდიდი” და “სპარტაკი”) ორს უმაღლესი ლიგის დატოვება მოუწევს. გასულ ტურში სამივემ “ერთხმად” წააგო და საქმე კიდევ უფრო გაირთულეს. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში “სპარტაკია.” კახა კაჭარავას შეგირდები გაზაფხულზე კარგად თამაშობენ. 16 მარტის შემდეგ, 5 ტურის განმავლობაში აღარ წაეგოთ და სატურნირო მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს. ახლა უშუალო კონკურენტს სამი ქულით უსწრებენ, რაც, დაგვეთანხმებით, მშვიდად ყოფნის საშუალებას მაინც არ იძლევა.

“დინამომ” ლანჩხუთში “გურია” დაამარცხა და ჩემპიონობამდე სულ ცოტაღა უკლია. ესპანელმა ჩისკომ თავისი მე-15 გოლი გაიტანა ჩემპიონატში, ზესტაფონელ დიმიტრი ტატანაშვილს ერთით გადაუსწრო და მეგოლეთა დავის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. შეგახსენებთ, რომ ჩისკო, 24 გოლით შარშანდელი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახლდათ.

“გურიამ” კი ზედიზედ მეშვიდე მატჩი წააგო, რაც არც ლანჩხუთელებს ეკადრებათ და კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩემპიონატის ჩატრების სისტემის უვარგისობაზე

სამაგიეროდ მიჯრით მეექვსედ გაიმარჯვა “სიონმა.” თანაც აქედან სამი ლიდერებს; “დინამოს,” “ზესტაფონს” და “ჩიხურას” (ორჯერ) მოუგო. ასე რომ, გაზაფხულზე ბოლნისელებს ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი ჰყავთ. 

როგორც იქნა, მოიგო “დილამ.” ჩემპიონატისა და ქვეყნის თასის მატჩების გათვალისწინებით, გორელებს ზედიზედ ოთხი შეხვედრა ჰქონდათ წაგებული.

 

გურია (ლანჩუთი) – დინამო (თბილისი) 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ჩისკო (29 პენალტით), 1:1 ისიანი (54), 1:2 მარცვალაძე (74)

 

მეტალურგი (რუსთავი) – ზესტაფონი 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ჭანკოტაძე (85) 

 

სიონი (ბოლნისი) – ჩიხურა (საჩხერე) 3:2 (1:2)

გოლები: 1:0 ლობჟანიძე (12), 1:1 ჭელიძე (37), 1:2 კვასხვაძე (38), 2:2 უგულავა (75), 3:2 ლობჟანიძე (87) 

 

1               დინამო (თბ)                    28                 19                 4                    5                    60:20                   61
2 ზესტაფონი 28 16 4 8 37:19 52
3 სიონი 28 15 6 7 39:28 51
4 ჩიხურა 28 12 6 10 48:43 42
5 მეტალურგი 28 11 6 11 31:33 39
6 გურია 28 11 0 17 28:43 33

 

 

29-ე ტური. 3 მაისი. შაბათი: სიონი – გურია, ჩიხურა – მეტალურგი, ზესტაფონი - დინამო

 

 

ზუგდიდი - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:3 (1:2)

გოლები: 0:1 მაისურაძე (26), 1:1 მირცხულავა (30), 1:2 ჯავაშვილი (38 საკუთარ კარში), 1:3 კორიფაძე (81), 2:3 კირკიტაძე (89 პენალტით) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 შონია (38), 1:1 ჩიკვილაძე (55), 1:2 ხურციძე (84) 

 

მერანი (მარტვილი) – დილა (გორი) 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ქვილითაია (18), 0:2 ბოლქვაძე (45 პენალტით), 0:3 ქვილითაია (70) 

 

1                  ვიტ ჯორჯია                    28                    11                   6                    11              36:37             39
2 ტორპედო 28 11 6 11 33:39 39
3 დილა 28 10 6 10 39:31 38
4 სპარტაკი 28 9 4 15 28:36 31
5 ზუგდიდი 28 7 6 15 20:39 27
6 მერანი 28 6 4 18 21:52 22

 

 

29-ე ტური. 2 მაისი. პარასკევი: სპარტაკი – მერანი, ტორპედო – ზუგდიდი, ვიტ ჯორჯია - დილა

 

მეგოლეები:

15 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

14 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

10 - ვილი ისიანი (“გურია”)

9 - დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”)

6 – ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.113647