ძიუდო

16:06 | 12.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოთხი მედალი და გუნდური მეოთხე

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა მაიამიში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი სამი მედლით და გუნდური მესამე ადგილით დაასრულა. ვაჟთა და გოგონათა საერთო გუნდურ ჩათვლაში კი ქართულმა გუნდებმა ოთხი მედალი დააგროვეს და მეოთხე ადგილი დაიკავეს.

ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილი ვაჟთა ნაკრები ამერიკულ ტატამზე ათკაციანი შემადგენლობით გავიდა. ყველაზე შედეგიანად კობა მჭედლიშვილმა იჭიდავა – მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. რობინზონ ბეგლარაშვილსა (50 კგ) და თამაზ კირაკოზაშვილს (73 კგ) კი უმაღლეს ტიტულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ.

თორნიკე ნაგლიაშვილსა (50 კგ) და ერეკლე არხოზაშვილს (55 კგ) საპრიზო სამეულამდე თითო გადამწყვეტი მოგება დააკლდათ და საბოლოოდ მეხუთე ადგილებს დასჯერდნენ. ოთხდღიანი ტურნირის დასკვნით დღეს – 11 აგვისტოს საქმეში ერთადერთი ქართველი - 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით რამაზაშვილი ჩაერთო და შეჯიბრებას პირველივე წრიდან გამოეთიშა, არგენტინელ მარტინ ოლივეირასთან ვაზარით წაგებით.

იუნიორ გოგონათა ნაკრები გია თენაძის ხელმძღვანელობით მაიამიში ხუთი სპორტსმენით ჩავიდა და სეზონის უმთავრესი ტურნირი მარიამ ჯანაშვილის (52 კგ) ვერცხლის მედლით დაასრულა. გუნდს ჩასათვლელი ქულა მზია ბებოშვილმაც (48 კგ) მოუტანა. ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ მსუბუქწონოსანს მსოფლიოს ბრინჯაომდე ერთი გამარჯვება დააკლდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

 

ძიუდო

მსოფლიოს ჩემპიონატი

ჭაბუკები და იუნიორები

მაიამი. 8-11 აგვისტო

 

საერთო გუნდური ჩათვლა

ო     ვ     ბ     V     VII

1 იაპონია 5 3 3 1 0
2 რუსეთი 2 1 6 2 0
3 კანადა 2 0 0 1 0
4 საქართველო 1 3 0 3 0
5 საფრანგეთი 1 2 2 1 3
6 უნგრეთი 1 1 0 0 1
7 აზერბაიჯანი 1 1 0 0 0
8 ყაზახეთი 1 0 1 1 3
9 გერმანია 1 0 0 3 2
10 კუბა
1 0 0 0 0

 

 

0.12482