ფეხბურთი

17:57 | 27.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოსვალდო: “უკეთესი იქნება, თუ ანდრეაცოლი თავის არაკომპეტენტურობას აღიარებს”

იტალიური “რომას” არგენტინელი შემტევი პაბლო დანიელ ოსვალდო გუნდის ჯერ კიდევ მთავარ მწვრთნელს, აურელიო ანდრეაცოლის ღიად დაუპირისპირდა და მას არაკომპეტენტური უწოდა.

იტალიის თასის ფინალში, “ლაციოსთან” გამართული თამაშის დროს, ჟურნალისტებმა დააფიქსირეს ფაქტი, რომ ოსვალდო ანდრეაცოლის შეურაცხყოფას აყენებდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავავშირებით, ანდრეაცოლიმ განაცხადა, რომ ოსვალდოსთვის ასეთი ქცევა უცხო არ იყო.

მთავარ მწვრთნელს ფეხბურთელმა Twitter-ის საშუალებით უპასუხა: “უკეთესი იქნება, თუ ის თავის არაკომპეტენტურობას აღიარებს... წავიდეს და “ლაციოს” გულშემატკივრებთან ერთად იზეიმოს.”

“ლაციოსთან” 0:1 წაგებულ შეხვედრაში, ოსვალდო მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა, როდესაც ერთადერთი გოლი უკვე გასული იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11117