"საუთჰემპტონის" არგენტინული წარმომავლობის იტალიელი ფეხბურთელი პაბლო ოსვალდო, კარიერას მილანის "ინტერში" განაგრძობს. იტალიური მედიის ცნობით, 28 წლის თავდამსხმელი მილანში არგენტინიდან ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
თავიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბები ერთწლიანი იჯარაზე შეთანხმდნენ, თუმცა დღევანდელი ინფორმაციით, ინგლისელები იტალიელებს 6-თვიან იჯარაზე მოურიგდნენ, ოღონდ მომავალ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ინტერს" ფეხბურთელის გამოსყიდვა 5.6 მილიონ გირვანქად შეეძლება.
პაბლო ოსვალდომ ინგლისის პრემიერლიგაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. "საუთჰემპტონის" მაისურით იტალიელმა მხოლოდ 13 შეხვდერა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. "რომას" ყოფილმა ფეხბურთელმა გასული სეზონის ნახევარი "იუვენტუსში" გაატარა და ახლაც, კვლავ იტალიას უბრუნდება.
გიორგი ბალახაძე