სხვა

16:00 | 13.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორივე ქართველმა იმარჯვა

ჰარუ ბაშოზე რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში დაუმარცხებელ ასპარეზობას განაგრძობს ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე, რომელსაც 55-ე განთესვა გააჩნია.

ტოჩინოშინმა 57-ე რეიტინგის მქონე კეიტენკაი ცუკიტაოშით დაამარცხა და 3 გამარჯვება მოაგროვა. ქართველის გარდა, ასპროცენტიანი შედეგი 9 სეკიტორს გააჩნია.

წარმატებული დღე ჰქონდა ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ერთადერთ ქართველ ბინადარ თეიმურაზ ჯუღელს. გაგამარუმ, რომელიც ოსაკას სუპერტურნირს დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა ტოიოჰიბიკის ოშიდაშით აჯობა.

ქართველ გოლიათს 3 მარცხის ფონზე 2 მოგება მოუგროვდა, მომდევნო შერკინება კი დასავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკეკაძესთან ელის, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 6:4-ს უგებს.

ჰარუ ბაშოს 5 დღის თავზე მაქსიმალური შედეგით იოკოძუნები – ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი და ეგვიპტელი მე-11 მაეგაშირა ოსუნაარასი ლიდერობენ, იაპონელმა ოძეკი კისენოსატომ კი პირველი მარცხი პირველ მაეგაშირა ენდოსთან განიცადა.

მარტის ბაშოს მე-5 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=QTjvv51NkmI

0.116092