ფეხბურთი

22:57 | 29.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორიგინალური პროტესტი დევიდ მოიესის წინააღმდეგ

“მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ასტონ ვილას” შორის გამართული მატჩის დროს, მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა მთავარი მწვრთნელის, დევიდ მოიესის მიმართ პროტესტი უჩვეულო ფორმით გამოხატეს.

“წითელი ეშმაკების” ქომაგებმა თვითმფრინავი იქირავეს და მას მოიესის საწინააღმდეგო ბანერი მიამაგრეს. თვითმფრინავმა, რომლის ქირაობაც 800 ფუნტზე მეტი დაჯდა, “ოლდ ტრაფორდის” თავზე “ასტონ ვილასთან” გამართული მატჩის დროს გადაიფრინა.

ხსენებული მატჩი “მანჩესტერმა”, ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად, 4:1 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.136788