საფრანგეთის “ტულუზას” მცველი სერჟ ორიე ლონდონის “არსენალში” გადასვლას დათანხმა.
Get French Football News-ის ინფორმაციით, “არსენალმა” 21 წლის ფეხბურთელისთვის 5-წლიანი კონტრაქტი გაამზადა. ახლა ის დარჩა, რომ კლუბებმა ორიეს სატრანსფერო თანხაზე მოილაპარაკონ.
ახალგაზრდა ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კოტდივუარის ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა და ამიტომ, “არსენალსა” და “ტულუზას” შორის გარიგება შესაძლოა, უკვე მუნდიალის დასრულების მერე შედგეს.