ფეხბურთი

18:18 | 22.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ორჰუსმა” “ესბიერგს” სხირტლაძის გოლით მოუგო

“ორჰუსმა” ამ ზაფხულს პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და 1:0 სძლია “ესბიერგს”. ეს ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე ქართველმა შემტევმა დავით სხირტლაძემ გაიტანა.

ამ შეხვედრაში მათე ვაწაძემ შეუცვლელად ითამაშა, სხირტლაძემ მეორე ტაიმი დაჰყო მინდორზე, ხოლო დავით დევდარიანს ტრავმა აწუხებს და არ უთამაშია.

შეგახსენებთ, “ორჰუსი” უმაღლესი ლიგიდან გავარდა, ხოლო “ესბიერგმა” გასულ სეზონში მეხუთე ადგილი დაიკავა. ქართველებს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებთ “ორჰუსთან” და ამდენად, შესაძლოა, ეს სეზონი რანგით მეორე ლიგაში გაატარონ.

0.124389