ფეხბურთი

14:49 | 11.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ორჰუსის” სარეზერვოს 4:0 მოგება – ქართველების ხარჯზე

“ორჰუსის” სარეზერვო გუნდმა “ვესტსიალენდთან” 4:0 მოიგო. “სარეზერვო” პირობითად, რადგან ამ მატჩში ორჰუსელთა ძირითადი გუნდის შვიდმა ფეხბურთელმა ითამაშა: ისინი, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა ვისაც აკლდათ. 4 გოლიდან 3 ქართველებმა გაიტანეს – მათე ვაწაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო დავით სხირტლაძემ ერთი გოლი გაიტანა. მეოთხე გოლი კი იონსონმა დავით დევდარიანის პასის შემდეგ მიითვალა.

სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშა, ვაწაძემ 60 წუთი გაატარა მინდორზე და სწორედ დევდარიანმა შეცვალა. ერთიც, ეს ვაწაძის პირველი მატჩი იყო ტრავმის შემდეგ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118133