ძიუდო

18:41 | 26.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოქრუაშვილის ოქროს მასტერსი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა რუსეთის ქალაქ ტიუმენში ჩატარებულ უპრესტიჟულეს ტურნირზე მსოფლიოს მასტერსზე სამი წმინდა გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონის ტიტულთან ერთად 700 სარეიტინგო ქულაც გაინაღდა.

ოქროს გზას ოქრუაშვილი კუბელი ოსკარ ბრისონის დაიპონებით შეუყვა. ნახევარფინალში ბრაზილიელი ვალტერ სანტოსი საფინალო სირენამდე 21 წამით ადრე დასცა ბეჭებზე. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ბრაზილიელი რაფაელ სილვა შებოჭა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს მასტერსი 4 მედლით დაასრულა - ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ: ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ).

0.114002