ფეხბურთი

15:01 | 3.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის დებიუტი ”გენკში”

ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ბელგიურ “გენკში” პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. “სერკლ ბრიუგესთან” საშინაო მატჩში თორნიკე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს.

მატჩში ანგარიში 37-ე წუთზე სტუმარმა ხორვატმა ლეგიონერმა ბაჩელიჩ-გრგიჩმა გახსნა, ხუთიოდ წუთში ბუფელმა წონასწორობა აღადგინა და მატჩიც 1:1 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ “სერკლ ბრიუგე” 71-ე წუთიდან მოყოლებული კაცნაკლული თამაშობდა: ჰოლანდიელი გოდეე გააძევეს.

“გენკის” კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ლუკა ზარანდია მასპინძელთა განაცხადში არ ყოფილა. ისიც ვთქვათ, რომ ქართველთა კლუბს 2 ტურის თავზე ერთადერთი ქულა გააჩნია და ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე მე-11 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102396