ფეხბურთი

15:32 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილი სიმბოლურ ნაკრებში მეორედ მოხვდა

 

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ინტერნეტპორტალ voetbalnieuws.be-ს ვერსიით, ბელგიის იუპილერ ლიგის მე-5 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

განვლილ ტურში, “გენკმა” თავის მოედანზე “გენტი” 3:2 დაამარცხა, ხოლო გადამწყვეტი ბურთი ოქრიაშვილმა გაიტანა. მან მეტოქის კარი 67-ე წუთზე აიღო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ბელგიაში პირველი გოლი მიითვალა და “გენკმაც” მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ “გენკში” გადასვლის შემდეგ, ოქრიაშვილი სხვადასხვა გამოცემების ვერსიით, ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეორედ მოხვდა.

სხვათა შორის, “გენკს” შოტლანდიელი სპეციალისტი ალექს მაკლიში გაწვრთნის.

0.125399