ფეხბურთი

12:38 | 7.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილი და ზარანდია შესაძლოა ვერკოტერენმა გაწვრთნას

ბელგიის “გენკი”, რომელშიც თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია ირიცხებიან. შესაძლოა ფრანკ ვერკოტერენმა გაწვრთნას.

ბელგიური ინტერნეტპორტალ Sportwereld-ის ინფორმაციით, ბელგიელი სპეციალისტი, რომელიც ამჟამად “კრილია სოვეტოვს” თავკაცობს, “გენკის” ხელმძღვანელობას უკვე შეხვდა და სამარაში დაბრუნდა, რათა რუსულ კლუბს კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტაზე მოელაპარაკოს.

ვერკოტერენმა რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე “კრილია სოვეტოვთან” ზაფხულში ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 5 მატჩში 10 ქულა დააგროვა და 18 გუნდში მესამეა.

აქვე გეტყვით, რომ 57 წლის ბელგიელი “გენკში” 2009-2011 წლებში მუშაობდა. შეგახსნებეთ, რომ “გენკის” ხელმძღვანელობა ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნას მას შემდეგ შეუდგა, რაც ბელგიის იუპილერლიგის პირველ ტურში “მეხელენთან” 1:3 მარცხის მერე, ემილიო ფერერა დაითხოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.070074