უკრაინის პრემიერლიგაში მოასპარეზე მარიუპოლის “ილიჩივეცის” მთავარი მწვრთნელის, ნიკოლაი პავლოვის თქმით, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე, ჯერჯერობით ინდივიდუალურად ვარჯიშობენ.
“ისინი შეტევაში კარგად თამაშობენ, მაგრმ დაცვაში თამაში არ უნდათ. თუმცა, “ტავრიასთან” მატჩში სწორედ შეტევა გვჭირდებოდა. მათ შეეძლოთ დაგვხმარებოდნენ, მაგრამ ჯერჯერობით გუნდთან ერთად არ ვარჯიშობენ” – განაცხადა პავლოვმა “ტავრიასთან” წაგებული (1:2) შეხვედრის შემდეგ.
თარგამაძე და ოქრიაშვილი ტრავმირებულნი არიან, რის გამო, ბოლო ტურებში “ილიჩივეცს” ვერ ეხმარებიან.