კალათბურთი

14:45 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოლდრიჯმა მაკგრეიდი გაგვახსენა

ლამარკუს ოლდრიჯის ჩინებული თამაშის წყალობით, “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა” ჰიუსტონში “როკიტსს” მე-2 მატჩიც მოუგო და ახლა, თუკი ორივე საშინაო შეხვედრაში იმარჯვებს, სერიას “მშრალზე” დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ოლდრიჯმა პირველ შეხვედრაში 43 ქულა ჩააგდო, ამჯერად კი, მონაგარი 46 ქულამდე აიყვანა და უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც პლეი ოფის საწყის ორ თამაშში მინიმუმ 43 ქულა ჩააგდო.

2003 წლის 20 და 23 აპრილს აღნიშნული ტრეისი მაკგრეიდიმ მოახერხა.

ოლდრიჯისგან განსხვავებით, თამაში აშკარად არ წაუვიდათ “სან ანტონიოს” სასტარტო ხუთეულის წევრებს, რომელთაც ჯამში მხოლოდ 41 ქულა ჩააგდეს და “სპურზიც” “დალას მავერიქსთან” მძიმე მარცხს ვერ გადაურჩა.

ტეხასურ დერბიში მასპინძლებმა 92:113 წააგეს და მოედნის უპირატესობაც დაკარგეს. “ისინი ყველა ასპექტში გვჯობდნენ, უფრო ხისტად თამაშობდნენ, ჩვენ კი დაცვაში ძალიან “რბილად” ვირჯებოდით. ცხადია, “დალასისგან” ასეთ ასპარეზობას ველოდით, თუმცა, ახლა, ყველაზე მეტად პლეი ოფში ჩვენი თამაშის დონე მაღელვებს”, - განაცხადა “სან ანტონიოს” არგენტინელმა კალათბურთელმა მანუ ჯინობილიმ, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო და მასპინძელთა რიგებში ერთადერთი ნათელი წერტილი გახლდათ.

ტიტულისკენ დაცვისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა “მაიამი ჰითმა”. ფლორიდელებმა “შარლოტ ბობქეთსს” საკმაოდ დაძაბულ მატჩში 101:97 სძლიეს და სერიაში 2:0 დაწინაურდნენ. მაიამელთა “დიდმა ტრიომ” ლებრონ ჯეიმსის, კრის ბოშის და დუეინ უეიდის შემადგენლობით, ჯამში 67 ქულა ჩააგდო.

მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ფარ-ხმალს არ ყრის შარლოტელთა თავკაცი სტივ კლიფორდი, რომელსაც გუნდის ლიდერის ელ ჯეფერსონის ბოლომდე მომჯობინების იმედი აქვს.

ამ უკანასკნელს ჯერაც ტერფის ტრავმა აწუხებს, თუმცა, მოედანზე მაინც გადის და გასულ შეხვედრაშიც ძალიან სარგებლიანი იყო – 18 ქულა, 13 მოხსნა. “ელი საკუთარ საუკეთესო ფორმასთან ახლოსაც კი არ არის და ასეთი კარგი სტატისტიკა აქვს. როდესაც ჯეფერსონი უფრო მობილური გახდება, მას კიდევ უფრო დავტვირთავთ”, - განაცხადა კლიფორდმა.

 

მაიამი – შარლოტი 101:97 (29:19, 28:28, 22:25, 22:25)

მაიამი: ჯეიმსი (32 ქ. 8 პ.), ბოში (20 ქ.), უეიდი (15 ქ.), ჩალმერსი (11 ქ.), ჰასლემი (2 ქ.); ანდერსენი (7 ქ.), კოული (5 ქ.), ლუისი (4 ქ.), ჯონსი (3 ქ.), ალენი (2 ქ.).

შარლოტი: კიდ-გილკრისტი (22 ქ. 10 მ.), ჯეფერსონი (18 ქ. 13 მ.), უოკერი (16 ქ. 8 პ.), ჰენდერსონი (15 ქ.), მაკრობერტსი (8 ქ.); დუგლას-რობერტსი (6 ქ.), რიდნური (3 ქ.), ნილი (3 ქ.), ზელერი (3 ქ.), ტოლივერი (3 ქ.).

სერიაში ანგარიშია 2:0

 

სან ანტონიო – დალასი 92:113 (23:24, 28:32, 24:32, 17:25)

სან ანტონიო: პარკერი (12 ქ.), დანკანი (11 ქ. 7 მ.), გრინი (6 ქ.), ლენარდი (6 ქ.), სპლიტერი (6 ქ.); ჯინობილი (27 ქ.), ბელინელი (7 ქ.), მილსი (5 ქ.), ჯოზეფი (4 ქ.), დიაო (4 ქ.), ბონერი (4 ქ.), დეი, ეირსი.

დალასი: ელისი (21 ქ.), მერიონი (20 ქ.), ნოვიცკი (16 ქ.), კალდერონი (12 ქ.), დალემბერტი (4 ქ. 7 მ.); ჰარისი (18 ქ.), კარტერი (8 ქ.), ბლეირი (8 ქ. 7 მ.), რაიტი (4 ქ.), კრაუდერი (2 ქ.), ლარკინი, ელინგტონი, ჯეიმსი.

სერიაში ანგარიშია 1:1

 

ჰიუსტონი – პორტლენდი 105:112 (31:23, 22:30, 24:30, 28:29)

ჰიუსტონი: ჰოვარდი (32 ქ. 14 მ. 4 დ.), ჰარდენი (18 ქ.), პარსონსი (15 ქ. 7 მ.), ბევერლი (14 ქ.), ჯონსი (13 ქ. 8 მ.); აშიკი (6 ქ.), ლინი (5 ქ.), გარსია (2 ქ.).

პორტლენდი: ოლდრიჯი (43 ქ. 8 მ.), ლილარდი (18 ქ. 8 მ. 11 პ.), მეტიუზი (9 ქ.), ბატუმი (6 ქ. 6 პ.), ლოპესი (6 ქ. 10 მ.); რაიტი (15 ქ.), უილიამსი (13 ქ.), რობინსონი (2 ქ.), ფრილენდი (2 ქ.).

სერიაში ანგარიშია 0:2

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.108975