ფეხბურთი

14:53 | 22.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ოლბორგმა” და “თუნმა” მოიგეს

ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე, გორის “დილას” მეტოქე “ოლბორგმა” დანიის სუპერლიგის სტარტზე განვლილი სეზონის გამარჯვებული “კოპენჰაგენი” 2:0 დაამარცხა.

“ოლბორგის” მთავარმა მწვრთნელმა კენტ ნილსენმა გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

ლარსენი, აჰლმანი, ტელანდერი, ნილსენი, აუგუსტინუსენი, რისგაარდი (ვიჩმანი, 80), კუსკი, ტომსენი, კურტი (კრისტენსენი, 76), ფრედერიკსენი (ტოფტი, 90), დალსგაარდი.

მატჩის 46-ე წუთზე ანგარიში იეპე კურტმა გახსნა. 48-ე წუთზე, პიერ ბენგსტონმა თანაფარდობა აღადგინა. გადამწყვეტი გოლი 70-ე წუთზე სორენ ფრედერიკსენმა გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ “ოლბორგი” – “დილას” საპასუხო დაპირისპირება 25 ივლისს შედგება. პირველი მატში თბილისში “დილამ” 3:0 მოიგო.

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურას” მოწინააღმდეგე შვეიცარიის “თუნმა” საშინაო პირველობის მე-2 ტურში “სენტ-გალენს” 3:2 აჯობა.

“თუნის” თავკაცმა ურს ფიშერმა ასეთი შემადგენლობა შეარჩია:

მოზერი, ლუტი, რაინმენი, სულმონი, სკირინცი, ჰედიგერი, ვიტვერი, სანოგო, სალამანდი (კასიო, 46), შნუვლი (სადიკი, 66), მარტინესი (ლეკაი, 78).

შეხვედრაში ანგარიში 25-ე წუთზე დენის ჰედიგერმა გახსნა. 30-ე წუთზე, საპასუხო გოლი კეიტამ გაიტანა. 42-ე წუთზე, მარკო მატუსმა “სენტ-გალენი” დააწინაურა – 2:1. ორი წუთის შემდეგ, საკუ სანოგომ ანგარიში 2:2 გახადა. მატჩში წერტილი 68-ე წუთზე ჟოზეფ მარტინესმა დასვა.

ლაშა კუპრაშვილის ფოტო 

0.118505