ფეხბურთი

22:12 | 9.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვერმალენი კატალონიელი გახდა

ბელგიის ეროვნული ნაკრების და და აწ უკვე ლონდონის "არსენალის" ყოფილი მცველი ტომას ვერმალენი, მომდევნო ხუთი სეზონის განმავლობაში კატალონიის "ბარსელონას" ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია, "ბლაუგრანას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

28 წლის ბელგიელი ცენტრალური მცველის პრეზენტაცია კვირას შედგება. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელები "მეთოფეებს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 19 მილიონ ევროს გადაუხდიან.

ვერმალენი ლონდონის "არსენალის" ღირსებას 2009 წლიდან იცავდა. ინგლისური კლუბის მაისურით, ბელგიელმა მცველმა 150 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და თავი 6 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა.  

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116395