ფეხბურთი

16:28 | 22.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტიაგო სილვა 2018 წლამდე პარიზელია

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” მცველმა ტიაგო სილვამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჭორებს ბოლო მოუღო. პარიზელთა ოფიციალური საიტის ცნობით, ბრაზილიელი პსჟ-ს ღირსებას 2018 წლამდე დაიცავს.

“ტიაგო სილვასთან კონტრაქტის გახანგრძლივებით უაღრესად კმაყოფილნი ვართ. ის მოედანზეც და მის მიღმაც სამაგალითოა. სილვას უდიდესი სურვილი აქვს იმისა, რომ პსჟ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი გახდეს”, - განაცხადა პარიზელთა პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ.

შეგახსენებთ, რომ სილვას შეძენა კატალონიის “ბარსელონას” სურდა.

 

0.062693