ფეხბურთი

10:08 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სტეკელენბურგი “მონაკოში” ითამაშებს

ფრანგულმა “მონაკომ” ლონდონის “ფულემიდან” ჰოლანდიელი მეკარე - მაარტენ სტეკელენბურგი დაიმატა.

სტეკელენბურგმა საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. იგი ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად დანიელ სუბაშიჩს გაეჯიბრება.

“მონაკოში” გადმოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ და ამ გუნდისთვის ბოლომდე დავიხარჯები. მიყვარს, როდესაც კარიდან გამოვდივარ და თანაგუნდელებს ვეხმარები.” – განაცხადა ჰოლანდიელმა კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრისას.

გასულ სეზონში, მაარტენმა “ფულემის” შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი გაუშვა.

ლევან გოგოტიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127667