21 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ჯონჯო შელვი კარიერას “სუონსიში” განაგრძობს. უელსურმა კლუბმა მისი ტრანსფერი დაადასტურა.
ოფიციალური ინფორმაციით, “სუონსიმ” “ლივერპულს” 5 მილიონი ფუნტი გადაუხადა და შელვისთან 4-წლიანი კონტრატი გააფორმა.
ჯონჯო შელვი “ლივერპულში” 2010-13 წლებში თამაშობდა. გასული სეზონის დასაწყისში, მას თამაში ხშირად უწევდა, მაგრამ მე-2 ნახევარში, ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამს დაეჩვია. “ლივერპულის” რიგებში ჩატარებულ 70 თამაშში შელვიმ 7 გოლი გაიტანა.