ფეხბურთი

10:45 | 17.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რამი “მილანში” ითამაშებს

ესპანურმა “ვალენსიამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ იანვრიდან, უკანახაზელი ადილ რამი “მილანის” ღირსებას დაიცავს. ფრანგი “სან სიროზე” სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, ზაფხულში კი, იტალიელებს მცველის გამოსყიდვა 7.5 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

იანვრამდე, რამი ფორმალურად იქნება “ვალენსიას” ფეხბურთელი, მაგრამ “მილანში” ვარჯიშის უფლება უკვე მიღებული აქვს. დიდი ალბათობით, “როსონერი” ფრანგს სეზონის ბოლოს გამოისყიდის.

შეგახსენებთ, რომ რამის “ვალენსიაში” საქმეები სამწვრთნელო შტაბთან კონფლიქტის გამო აერია.

 

0.120465