იტალიური “მილანის” ხელმძღვანელობას ოფიციალური განცხადების გამოქვეყნება დასჭირდა იმისთვის, რომ მარიო ბალოტელის ტრანსფერზე დაყენების ეჭვი გაექარწყლებინა. აპენინურ პრესაში გავრცელებული ცნობით, “როსონერის” პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის “სუპერ მარიო” ტრანსფერზე ჰყავდა დაყენებული.
“მილანი” მარიო ბალოტელის ტრანსფერზე დაყენების ფაქტს უარყოფს. სილვიო ბერლუსკონის ეს სიტყვები არ უთქვამს. ბალოტელი “მილანის” ფეხბურთელად რჩება”, - ნათქვამია მილანელთა ოფიციალურ საიტზე.
ცნობისათვის, 23 წლის ბალოტელიმ მიმდინარე სეზონში 9 გოლი მიითვალა.