ბრაზილიელი ნახევარმცველი კაკა "მილანში" გადაბარგდა. Goal.com-ის ინფორმაციით, ადრიანო გალიანიმ და ფლორენტინო პერესმა შეთანხმებას მიაღწიეს და კაკამ "რეალი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ფეხბურთელმა "როსონერებთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს.
"შინ ვბრუნდები! მოხარული ვარ საბოლოო მოლაპარაკებით, "მილანთან" ბევრი რამ მაკავშირებს". _ ავრცელებს კაკას სიტყვებს LaGazzetta dello Sport.
რიკარდო კაკა "მილანში" სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის. "როსონერთა" რიგებში კაკამ იტალიის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო.