ფეხბურთი

12:26 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ილორი “ლივერპულში” გადავიდა

მერსისაიდულმა კლუბმა ლისაბონის “სპორტინგისგან” ახალგაზრდა მცველის, ტიაგუ ილორის შეძენა ოფიციალურად დაადასტურა.

“ლივერპულის” საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ პორტუგალიურმა კლუბმა 8 მილიონი ევრო მიიღო, თავად ილორის წლიური ანაზღაურება კი, წელიწადში 1 მილიონი იქნება.

“ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, თავს “ლივერპულის” ფეხბურთელად გრძნობდე. ინგლისის პრემიერლიგაში თამაში მუდამ ჩემი ოცნება იყო. შევეცდები, რომ გუნდთან ერთად გამარჯვებებს მივაღწიო. მინდა, რომ დიდი დრო გავატარო მოედანზე. მაქსიმალურად დავიხარჯები, რათა ახალ გუნდს წარმატებების მოპოვებაში დავეხმარო. კლუბის ისტორია კარგად ვიცი და ვფიქრობ, პრემიერლიგა მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია. “ლივერპული” კარგი გუნდია და დარწმუნებული ვარ, სწორი არჩევანი გავაკეთე” - განაცხადა ოფიციალური წარდგენის შემდეგ ილორმა.

 

0.118016