მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, “მანჩესტერ იუნაიტედს” ვეტერანი ნახევარმცველი რაიან გიგზი უხელმძღვანელებს. “წითელი ეშმაკების” ოფიციალური საიტის ცნობით, დევიდ მოიესის გათავისუფლების შემდეგ, 40 წლის უელსელი მოთამაშე-მწვრთნელი იქნება.
გიგზი “მანჩესტერს” იქამდე უთავკაცებს, სანამ კლუბი ახალ მწვრთნელს არ გამონახავს. უელსელის ხელმძღვანელობით, “მანჩესტერი” “ნორვიჩის”, “სანდერლენდის”, “ჰალისა” და “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ ითამაშებს.
სავარაუდოდ, “წითელი ეშმაკები” ახალ მთავარ მწვრთნელს ზაფხულში მიიწვევენ.