რაც აქამდეც ცნობილი იყო, დღეს ოფიციალურად დადასტურდა – ჟოზე მოურინიო “ჩელსიში” დაბრუნდა.
ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, აქამდე მადრიდის “რეალში” მომუშავე სპეციალისტმა ხელი 2017 წლამდე მოქმედ კონტრაქტს მოაწერა.
ჟოზე მოურინიო “ჩელსიში” აქამდეც მუშაობდა. 2004-07 წლებში, ლონდონურ გუნდთან ერთად, მან ორ-ორჯერ პრემიერლიგა და ლიგის თასი, ხოლო თითოჯერ ასოციაციის თასი და ქომუნითი შილდი მოიგო. 2008-10 წლებში, პორტუგალიელმა “ინტერს” 2-ჯერ სერია A, ხოლო თითოჯერ ქვეყნის თასი, სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. 2010 წლიდან დღემდე, მოურინიო “რეალში” მუშაობდა, თუმცა არცთუ წარმატებით. მის ანგარიშზე თითოჯერ ქვეყნის ჩემპიონატის, თასისა და სუპერთასის მოგებაა.