არგენტინულმა “ბოკა ხუნიორსმა” ესპანური “ვალენსიასგან” ნახევარმცველი ფერნანდო გაგო შეიძინა. “ღამურების” ოფიციალური საიტის ცნობით, არგენტინელებს თავიანთი ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნება 1.7 მილიონი ევრო დაუჯდათ.
გაგომ “ვალენსიას” დატოვების სურვილი ივნისის დასაწყისშივე გამოთქვა, რადგან სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიდა. გასულ სეზონში, ნახევარმცველმა ვალენსიელთა მაისურით 18 მატჩი ჩაატარა და გარკვეული პერიოდი “ველესში” იჯარის წესით ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ გაგო ევროპაში სწორედ “ბოკა ხუნიორსიდან” გადაბარგდა და მადრიდის “რეალში” ჩაირიცხა.