ფეხბურთი

12:11 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დემიკელისი “სიტიში” ითამაშებს

ინგლისის “მანჩესტერ სიტიმ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამიერიდან გამოცდილი არგენტინელი მცველი, მარტინ დემიკელისი მათი გუნდის ღირსებას დაიცავს.

“ქალაქელთა” ოფიციალური საიტის ცნობით, 32 წლის ფეხბურთელი კვირას მანჩესტერში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა, მისი წარმატებით დასრულების შემდეგ კი, მადრიდის “ატლეტიკოდან” მისი ტრანსფერი წარმატებით დასრულდა.

დემიკელისმა მანჩესტერელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 26-ნომრიანი მაისურით ითამაშენს. ამრიგად, მარტინი კარიერის განმავლობაში მესამედ იმუშავებს მანუელ პელეგრინის ხელმძღვანელობით, რომელთან ერთადაც ის “როვერ პლეიტსა” და “მალაგაში” თამაშობდა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115979