“ტოტენჰემმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ 23 წლის ბელგიელი შემტევი ნასერ ჩადლი ლონდონელთა ფეხბურთელი გახდა. “დეზების” ვებგვერდის ცნობით, “ტვენტეს” ყოფილმა ფეხბურთელმა პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.
გარიგების ფინანსური დეტალები, ისევე როგორც კონტრაქტის ხანგრძლივობა, ოფიციალურ დონეზე, არ ხმაურდება. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, “ტოტენჰემმა” “ტვენტეს” 7 მილიონი ევრო გადაუხადა.
ცნობილი გახდა, რომ ჩადლი “ტოტენჰემის” მაისურით პირველ მატჩს 3 აგვისტოს გამართავს, როდესაც ინგლისელები “მონაკოს” ამხანაგურად გაეჯიბრებიან.