ფეხბურთი

11:38 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბეილი “რეალში” გადავიდა

ლონდონის “ტოტენჰემის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი გარეტ ბეილი, ამიერიდან მადრიდის “რეალის” ღირსებას დაიცავს.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის ყველაზე ხანგრძლივი  საგა დასრულებულია. “სამეფო კლუბის” ოფიციალურმა საიტმა ბეილის შეძენა დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ სატრასფერო ღირებულება და 24 წლის ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობი რჩება, თუმცა არაოფიციალური ინდორმაციით, სატრანსფერო თახნხამ 91 მილიონი ევრო შეადგინა, გარეტის წლიური ანაზღაურება კი, 7 მილიონი იქნება გადასახადების გარეშე.

ესპანური მედიის ცნობით, “ტოტენჰემის” პრეზიდენტი,დანიელ ლევი, მადრიდელთა ინტერნეტ-მაღაზიაში ბეილის მაისურების ნაადრევმა გაყიდვამ გააღიზიანა და კლუბში უელსელის ოფიციალური წარდგენაც ამის გამო გადაიდო. წინასწარი ინფორმაციით, მან “სამეფო კლუბში” 11-ნომრიანი მაისურით უნდა ითამაშოს.

ინტერნეტში თავად ფეხბურთელის კომენტარიც ვრცელდება:

“ტოტენჰემში” ექვსი ბედნიერი წელიწადი გავატარე და დადგა დრო, როდესაც ამ კლუბს “მშვიდობით” უნდა ვუთხრა. ამ პერიოდში კლუბთან ერთად არაერთი განსაკუთრებული მომენტი გამოვიარე და ყველა წუთით სიამოვნებას ვიღებდი. მადლობას ვუხდი ყველას: პრეზიდენტს, დირექტორთა საბჭოს, პერსონალს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს და რაღა თქმა უნდა განსაკუთრებულ გულშემატკივრებს, რომლებიც, იმედი მაქვს გაიგებენ, რომ ესაა შანსი, რომლის ხელიდან გაშვება არ შემეძლო.

დარწმუნებული ვარ, ახლა გუნდის დატოვებისთვის საუკეთესო დრო იყო. ფეხბურთელთა უმრავლესობას იმ გუნდის მაისურით სურთ თამაში, რომელსაც ბავშვობიდან გულშემატკივრებოდნენ და ამ კუთხით ჩემი ოცნება ახდა. “ტოტენჰემი” მუდამ დარჩება ჩემს გულში და დარწმუნებული ვარ, ეს სეზონი მისთვის წარმატებული იქნება. ახლა მოუთმენლად ველი ჩემს კარიერაში ახალი პერიოდის დაწყებას”.

 

0.119717