ფეხბურთი

20:10 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბალოტელი “ლივერპულის” ფეხბურთელია

24 წლის იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი “ლივერპულის” ფეხბურთელია. მერსისაიდელებმა “მილანის” აწ უკვე ყოფილი შემტევის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.

“ლივერპული” გარიგების დეტალებს არ ახმაურებს. ინგლისური პრესის ცნობით, ბალოტელის ტრანსფერი 16 მილიონი ფუნტი დაჯდა.

მარიო ბალოტელი “მილანში” 2013 წლის იანვარში, “მანჩესტერ სიტიდან” გადავიდა. იტალიურ გუნდის მაისურით მან 54 თამაში ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114279