ფეხბურთი

10:44 | 5.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ამბროზინი “ფიორენტინაში” ითამაშებს

იტალიური “მილანის” ყოფილი ნახევარმცველი მასიმო ამბროზინი კარიერას ფლორენციის “ფიორენტინაში” განაგრძობს. “იების” ოფიციალური საიტის ცნობით, 36 წლის იტალიელმა 2014 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.

ვეტერანი შუახაზელი ფლორენციაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა. მოგეხსენებათ, ამბროზინის “მილანთან” კონტრაქტი გასული სეზონის ბოლოს ამოეწურა და “სან სირო” დატოვა.

აღსანიშნავია, რომ იტალიელმა “მილანში” 18 წელიწადი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში, ამბროზონიმ “როსონერის” მაისურით 344 მატჩი ჩაატარა და 29 გოლს მოუყარა თავი. ნახევარმცველს ეროვნულ ნაკრებში 35 მატჩი აქვს ჩატარებული.

 

0.064426