იტალიელი სპეციალისტი მასიმილიანო ალეგრი “მილანს” მომავალშიც უხელმძღვანელებს. “როსონერის” ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელს შეხვდა და მასთან ერთად სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“შევთანხმდით იმაზე, თუ როგორ უნდა ითამაშოს “მილანმა” მომავალში. გარდა ამისა, სატრანსფერო საკითხებიც განვიხილეთ”, - განაცხადა “მილანის” პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ.
ამგვარად, “მილანის” მომავალ თავკაცებზე საუბარი შეწყდება, რადგან ალეგრის დარჩენა უკვე გადაწყვეტილია. შეხსენებისთვის, იტალიელმა “როსონერი” 2010 წელს ჩაიბარა.