დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სიამოვნებით იღებს გერმანიის საუკეთესო სპრინტერ იულიან როისის შეთავაზებას და მზადაა მას 30 მეტრ დისტანციაზე სირბილში გაეჯიბროს.
“რა თქმა უნდა თანახმა ვარ. ამ გარბენის შემდეგ გავიგებ, მიღირს თუ არა პროფესიის შეცვლა. თუმცა მე არასოდეს მითქვამს, რომ უსეინ ბოლტზე სწრაფად დავრბივარ” – განაცხადა ობამეიანგმა.
შეგახსენებთ, ობამეიანგმა ერთ-ერთ ვარჯიშზე 30-მეტრიანი დისტანცია 3,7 წამში გაირბინა. ეს მაჩვენებელი კი თვით უსეინ ბოლტის სისწრაფესაც კი აღემატება.